Foto

ოლივერ ვარჰეი შარლ მიშელის პოზიციას, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წელს გაფართოებისთვის, მხარს უჭერს

მხარს ვუჭერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პოზიციას, რომ ევროკავშირი 2030 წელს გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს, - როგორც Politico იუწყება, ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. 

Politico-ს ცნობით, ოლივერ ვარჰეი არ არის ევროკავშირის ერთადერთი ოფიციალური პირი, რომელიც მხარს ევროკავშირის გაფართოების ვადებს უჭერს.

„ჩვენი მხრიდან ჩვენ დაუღალავად ვმუშაობდით ამ მიზნისთვის. მოხარული ვარ, რომ წევრი ქვეყნები ასევე იწყებენ მოძრაობას და პოლიტიკურად მობილიზაციას, მზად არიან პოლიტიკური ინვესტიციებისთვის, რათა ევროკავშირს 2030 წელს ახალი წევრები ჰყავდეს“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ცნობისთვის, 28 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად მზად უნდა იყოს.