საქართველოს ხელისუფლება გამოირჩევა იმით, რომ ჩვენ რეფორმების საკმაოდ ამბიციური დღის წესრიგი გვაქვს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ გასწია უზარმაზარი საქმიანობა და შრომა, იმისათვის, რომ საქართველოს 12 პუნქტი შეესრულებინა.
"საქართველოს ხელისუფლებამ, მმართველმა გუნდმა გასწია უზარმაზარი საქმიანობა, უზარმაზარი შრომა, იმისათვის, რომ საქართველოს შეესრულებინა 12 პუნქტი. ეს არის პროცესი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ თანმიმდევრულად განეხორციელებინა ყველა ის სამართლებრივი, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სჭირდება 12 პუნქტის შესრულებას.
საქართველოს ხელისუფლება გამოირჩევა იმით, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური დღის წესრიგი რეფორმების. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგმული იმისთვის, რომ დეპოლარიზაცია მოხდეს, შესაბამისად არიან მონაწილეები ამ პროცესის, რომლებსაც ეს არ სურთ", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press