მე არსად არ მივდივარ... ჩემი გადადგომაზე ოცნება მემგონი ყველამ უნდა დაივიწყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ის ქართველმა ხალხმა აირჩიო იმის გამო, რომ ის ევროპული მომავლის მომხრეა.
"მე მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და მე ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. იმისთვის ამირჩიეთ, რაც მე ვარ და ვიყავი მთელი ცხოვრება - ევროპის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი.
მე ამ არჩევანის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული. ვიცი, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ახალგაზრდებს. ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე, კორუფცია, ადამიანების გადინება, სრულიად უკონტროლოდ რუსების შემოსვლა, ეს ყველაფერი იქნება, შეიძლება არა გადაჭრილი, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ.
მე არსად არ მივდივარ... ჩემი გადადგომაზე ოცნება მემგონი ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press