ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე აჭყვამ რამდენიმე ქუჩა დატბორა. აღნიშნულ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, გარდა ამისა, სხვადასხვა სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა.
"ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქობულეთში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია.
ქალაქში დილიდან უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის შესაბამისი სამსახურები, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს.
შემთხვევის ადგილზე ქობულეთის მერი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მერიისა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან",- აღნიშნულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press