რუსეთის იერიშის შედეგად ხერსონის სამხრეთ რეგიონში სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
როგორც პროკუდინი აღნიშნავს, დაშავებულებს შორის ოთხი ქალია, რომელთაგან ორმა საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო, ხოლო დანარჩენმა უფრო მსუბუქი დაზიანებები.
"ორმა ქალმა და ერთმა კაცმა მართვადი რაკეტის დარტყმის შედეგად სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს", - განაცხადა ალექსანდრ პროკუდინმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press