მარცვლეულით დატვირთულ გემებს შავ ზღვასთან უსაფრთხო წვდომა უნდა ჰქონდეთ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაა ინდოეთში, G20-ის სამიტის დაწყებამდე ისაუბრა.
როგორც მიშელი აღნიშნავს, რუსეთი "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" დატოვების შემდეგ უკრაინული პორტების ბლოკირებასა და მათზე თავდასხმას ახდენს, რაც აუცილებლად უნდა შეჩერდეს.
"მსოფლიოში 250 მილიონზე მეტი ადამიანი სურსათის დეფიციტს განიცდის. უკრაინაზე თავდასხმით, კრემლი მათ იმ სურსათის გარეშე ტოვებს, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდებათ. სამარცხვინოა, რომ რუსეთი "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" დატოვების შემდეგ უკრაინული პორტების ბლოკირებას ახდენს და მათზე თავდასხმას ახორციელებს. ეს უნდა შეჩერდეს. მარცვლეულით დატვირთულ გემებს შავ ზღვასთან უსაფრთხო წვდომა უნდა ჰქონდეთ", - განაცხადა მიშელმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 17 ივლისს, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა.
აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press