ჩვენ ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელად გულშემატკივრობს საქართველოს, ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მომავალს და მეორეს მხრივ ვნახეთ პუტინის წარმომადგენელი, ბიძინას თანაშემწე - ღარიბაშვილი, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილიმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა.
როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან"რუსულ მესიჯს ახმოვანებდა" და ბორელთან "დაპირისპირების რეჟიმში იყო".
„ახლა რაც შეეხება დღევანდელ რუსი ღარიბაშვილის ნამოქმედარს, რაც უმძიმესი საყურებელი იყო ასევე საქართველოს მოქალაქისთვის. ჩვენ ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელად გულშემატკივრობს საქართველოს, ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მომავალს და მეორეს მხრივ ვნახეთ პუტინის წარმომადგენელი, ბიძინას თანაშემწე - ღარიბაშვილი, რომელიც ახმოვანებდა რუსულ მესიჯს ბორელთან ფაქტობრივად დაპირისპირების რეჟიმში იმყოფებოდა.
ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან აბსოლუტურად ღია გზავნილი, რომ ევროპული ოჯახის კარები ღიაა, თუმცა ღარიბაშვილის ტალახიან, ვგულისხმობ იმას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი როცა პოლიტიკურ ტყვეობაშია ევროპაში არავინ არ გველოდება", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი გუშინ, 7 სექტემბერს დაიწყო.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბორელი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პრეზდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press