აზრი არ აქვს საუბარს რომის პაპზე, როგორც შუამავალზე, თუ მას აშკარად პრორუსული პოზიცია აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, რომის პაპის "პრორუსული პოიზცია ნეგატიურად აისახება ომზე".
„ეს არის წმინდა საყდრის რეპუტაციის განულება. აზრი არ აქვს საუბარს რომის პაპზე, როგორც შუამავალზე, თუ მას აშკარად პრორუსული პოზიცია აქვს. ეს პირველად არ მომხდარა, თუმცა ჩვენ ისე ვიქცეოდით, თითქოს ამას ვერ ვამჩნევდით, მაგრამ ახლა ნათელია, რომ ეს ადამიანი პრორუსულ პოზიციას იკავებს. შესაბამისად, ეს ნეგატიურად აისახება ომზე“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
ცნობისთვის, 25 აგვისტოს, რომის პაპმა სანქტ-პეტერბურგში კათოლიკე ახალგაზრდობის დღის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "არასოდეს დაივიწყოთ მემკვიდრეობა. თქვენ ხართ დიდი რუსეთის შთამომავლები - წმინდანთა დიდი რუსეთი, პეტრე პირველის, ეკატერინე მეორეს დიდი რუსეთი, იმ იმპერიის, რომელიც იყო დიდი, განათლებული, დიდი კულტურის მქონე. არასოდეს თქვათ უარი ამ მემკვიდრეობაზე. თქვენ ხართ დიდი დედა რუსეთის შთამომავლები".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press