კრივოი როგზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, 34 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 3 მძიმე მდგომარეობაშია, მათ ყველა საჭირო დახმარება უტარდებათ.
"გუშინდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. 34 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 3 მძიმე მდგომარეობაშია. მათ ყველა საჭირო დახმარება უტარდებათ
[ამ დროისთვის] კრივოი როგში ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, საზოგადეობრივი ტრასნპორტი, სოციალური და სამედიცინო დაწესებულებები სტაბილურად მუშაობს", - აცხადებს კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა კრივოი როგზე სარაკეტო თავდასხმა გუშინ განახორციელეს. უკრაინის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადმინისტრაციული შენობა და 7 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press