ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მზადაა, რუსეთთან იარაღის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმოს. ამის შესახებ ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times-ი წერს.
Financial Times-ის ცნობით, ამის საპასუხოდ, მოსკოვმა შეიძლება შესთავაზოს ფხენიანს მარცვლეული, ნავთობი და სამხედრო ტექნოლოგიები.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემის შემთხვევაში სამხრეთ კორეისა და იაპონიის წინააღმდეგ არსებული საფრთხე საგრძნობლად გაიზრდება.
„ფხენიანს შეუძლია, მიაწოდოს მოსკოვს საბრძოლო მასალები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და მცირე მანძილის ბალისტიკური რაკეტები - ეს დაეხმარება რუსეთს, უკრაინის კონტრიერიში შეაჩეროს“, - აღნიშნავს გამოცემა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press