გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს.
„მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე, როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები. მობილიზებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. მობილიზება გაკეთებულია, როგორც მძიმე ტექნიკის, ასევე მეხანძრე-მაშველების მიმართულებით. ვერტმფრენის საჭიროება თუ კი დადგება მზად ყოფნაში ვართ“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 2 ბავშვია, რომლებიც ექსპერტიზის ბიუროდან სახლებში უკვე გადაასვენეს.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press