ომის დაწყების შემდეგ პირველად, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, იოშიმასა ჰაიაში უკრაინაში ჩავიდა, რათა გამოეხატა ტოკიოს მხარდაჭერა კიევისთვის რუსული აგრესიის ფონზე.
„უკრაინაში ვიზიტის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში დაუდასტურებს საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას, რომ იაპონია თანამშრომლობს საერთაშორისო საზოგადოებასთან რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებაში და გამოხატავს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას, რათა სწრაფად დაასრულოს რუსული აგრესია. გამოვხატავთ იაპონიის მტკიცე პოზიციას, რომ უკრაინის მხარეს ვართ“, - აღნიშნულია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press