Foto

ზელენსკი - ჩვენი პარტნიორების მხრიდან სანქციებზე დროში გაწელილ პაუზას ვხედავთ

ჩვენი პარტნიორების მხრიდან სანქციებზე დროში გაწელილ პაუზას ვხედავთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, რუსეთი აქტიურად ცდილობს სანქციებისგან თავის არიდებას და აღნიშნავს, რომ თავისუფალი სამყაროს მხრიდან ახალ გადაწყვეტილებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს .

"იალტის ევრიპული სტრატეგიის სამიტზე გაიმართა შეხვედრები და ინტერვიუები. შედგა შეხვედრა სანქციების ჩვენს ჯგუფთან, რომელსაც ანდრეი ერმაკი და მაიკლ მაკფოლი ხელმძღვანელობენ. მოვისმინეთ ანგარიში, რა არის უკვე მიღწეული დღეს პარტნიორებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მხრივ. ასევე, უახლოესი მომავლის გეგმები. ახლა ჩვენ, ჩვენი პარტნიორების მხრიდან სანქციებზე დროში გაწელილ პაუზას ვხედავთ. რუსეთი აქტიურად ცდილობს სანქციებს თავი აარიდოს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ახალ გადაწყვეტილებებს თავისუფალი სამყაროს მხრიდან, რომელმაც თავი უნდა დაიცვას", - განაცხადა ზელენსკიმ.