საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაროკოში მიწისძვრის შედეგად მომხდარ უბედურებას სოციალურ ქსელ Twiter-ზე ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილი დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.
"ჩემი გულწრფელი სამძიმარი მაროკოელ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომლის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი უსახლკაროდ დარჩა. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთანაა. დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 820-მდე გაიზარდა, დაშავებულია 672 ადამიანი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press