მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 820-მდე გაიზარდა. დაშავებულია 672 ადამიანი, მათგან 56-ის მდგომარეობა მძიმეა.
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას სისხლის ჩაბარებას სთხოვს, რადგან ბანკში არსებული მარაგი უკვე ამოიწურა.
ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, რიგებია საავადმყოფოებთან, მედიკოსები სახელდახელო პალატებს ღია ცის ქვეშ აწყობენ.
ცნობისთვის, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში ადგილობრივი დროით გუშინ, 23:00 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან 70 კილომეტრით იყო დაშორებული და 20 წამის განმავლობაში გაგრძელდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press