Foto

გახარია - მადლობა ბიძინას „მშვიდობისთვის“

მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის",- ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

გახარია პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პრიცედურების დაწყებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "სინამდვილეში, ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს".

"ოქტომბრის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე შეფასებას ელოდება. 

ამასობაში, ხელისუფლებას პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდა, ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს.

სინამდვილეში, ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს. მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”,- წერს გახარია.