Foto

სამხრეთ კორეა უკრაინას 2 მილიარდი დოლარით დაეხმარება

სამხრეთ კორეა უკრაინას 2 მილიარდი დოლარით დაეხმარება. როგორც Reuters-ი იტყობინება, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა განაცხადა.

გამოცემის ცნობით, სამხრეთ კორეის ლიდერმა ახალი დახმარების პაკეტის მიწოდებაზე ინდოეთში, G20-ის ლიდერების სამიტზე ისაუბრა.

მედიის ინფორმაციით, უკრაინა დახმარებას 2025 წლიდან მიიღებს.