Foto

11 სექტემბრის ტერაქტიდან 22 წელი გავიდა

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 22 წელი გავიდა.

ზუსტად 22 წლის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე "ალ-ქაიდას" თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმების სერია განხორციელდა. 11 სექტემბერს 19 ისლამისტმა ტერორისტმა 4 კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. გამტაცებლებმა 2 თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს გამიზნულად დააჯახეს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და აღნიშნულ შენობებში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა 2 საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვები კი დააზიანა.

გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა. ტერაქტებს თითქმის 3 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

11 სექტემრბის ტრაგედიის შემდეგ “ალ-ქაიდას” ლიდერზე, ბინ ლადენზე გაძლიერებული ძებნა გამოცხადდა. ათწლიანი დევნის შედეგად, ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ტერორისტის ლიკვიდაცია 2011 წლის 2 მაისს პაკისტანში შეძლეს.