პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევის ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლებოდა, დღეს ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ კონსიტუტუციის უხეშად დარღვევა მძიმე ფაქტს წარმოადგენს.
"პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის ძალიან მძიმე ფაქტი და ამ ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლებოდა მმართველი გუნდის მხრიდან. ეს იქნებოდა ჩვენი მხრიდანაც უპატივცემულობა ქვეყნის ძირითადი კანონის მიმართ. რა თქმა უნდა, ამას ასე ვერ გავაკეთებდით. შესაბამისად, დღეს ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება და სასამართლო ამ თემასთან დაკავშირებით ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებს. პრინციპში, სამსჯელო არც არაფერია. იმდენად უხეშია და თვალნათელი კონსტიტუციის დარღვევა, რომ მარტივად სჭირდება ამას უბრალოდ დადასტურება და მეტი არაფერი. ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი“,- განაცხადა კობახიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press