„ნაცმოძრაობას“ ორი მასხარა უდგას სათავეში, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე, ორი ცნობილი „ლუზერი“,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ხაბეიშვილის რეიტინგი 1%-ია.
„რა არის „გამარჯვების პლატფორმა“, არ ვიცი რომელია... „ნაცმოძრაობას“ ორი მასხარა უდგას სათავეში. ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი „ლუზერი“. ზოგადად, კეზერაშვილს ახასიათებს მომგებიანი ინვესტიციები. ყველაზე საინტერესო მომგებიანია ინვესტიცია, რაც მან განახორციელა, არის ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელიც წერს მედიაში 1%-იან რეიტინგს და არის ხაბეიშვილი, რომელიც წერს 1%-იან რეიტინგს პოლიტიკაში. ღმერთმა ხელი მოუმართოს კეზერაშვილს. ოფიციალური რეიტინგი არსებობს, ორი კომპანიაა, რომელიც რეიტინგებს ზომავს. „ფორმულა“ ფსკერზეა, ეს არის კეზერაშვილის ყველაზე იღბლიანი ინვესტიცია ხაბეიშვილთან ერთად“,- თქვა კობახიძემ.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] საგ...
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომის...
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ...
Mana press