ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს, შესაძლოა, რუსეთში, 13 სექტემბერს შეხვდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი სამხრეთ კორეის მაუწყებელზე YTN-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
YTN-ის ცნობით, ხელისუფლების მაღალჩინოსანმა ანონიმურად განუცხადა, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში სპეციალური მატარებლით უკვე გაემგზავრა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს რუსული სამთავრობო მედია Interfax-იც.
როგორც მედია წერს, კიმ ჩენ ინი შორეულ აღმოსავლეთს "უახლოეს დღეებში" ეწვევა.
ცნობისთვის, თუ მოგზაურობა დადასტურდება, ეს იქნება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში და პირველი მოგზაურობა COVID-19 პანდემიის შემდეგ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press