გერმანია უკრაინას დამატებით 20 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს, - ამის შესახებ დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
ბაერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ შემოდგომასა და ზამთარში უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები უკვლავ იქნება რუსეთის სამიზნე.
ბერლინის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარებების ღირებულება ჯამურად უკვე 380 მილიონ ევროს აღწევს.
"რუსეთის მზაკვრული მიზანია ამ ზამთარში ხალხი კვლავ შიმშილითა და სიცივით მოკვდეს", - განაცხადა ბერბოკმა.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მოულოდნელი ვიზიტით კიევში დღეს, 11 სექტემბერს ჩავიდა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მეოთხე ვიზიტია კიევში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press