ევროკავშირმა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ოლქებში ჩატარებული არალეგიტიმური არჩევნები და აღნიშნა, რომ არ აღიარებს მათ შედეგებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა რუსეთს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
„ეს უკანონო ე.წ. „არჩევნები“ უკრაინაში ჩატარდა რუსეთის მიერ პასპორტების, მათ შორის ბავშვებისთვის იძულებითი და უკანონო გაცემის, იძულებითი დეპორტაციის, ადამიანის უფლებების ფართო და სისტემური დარღვევისა და უკრაინის მოქალაქეების დაშინებისა და მზარდი რეპრესიების ფონზე“, - განაცხადა ბორელმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press