ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სრულმასშტაბიანი ვიზიტი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
როგორც პესკოვი აღნიშნავს, მოლაპარაკებების მთავარი თემა მეზობელ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები იქნება.
„ორ დელეგაციას შორის იქნება მოლაპარაკებები. ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ლიდერები გააგრძელებენ კომუნიკაციას პირისპირ ფორმატში.
ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრობის განმტკიცებას“, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press