Foto

ზელენსკი - უკრაინა საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მიიღებს

უკრაინა საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ვისგან და რომელ საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს უკრაინა. 

"ჩვენ ვემზადებით გერმანიიდან თავდაცვის მხარდაჭერის პაკეტის გასაძლიერებლად. საჰაერო თავდაცვა, არტილერია, ტექნიკა. ეს შეთანხმებული იყო კანცლერ შოლცთან და ასევე განიხილეს დღეს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერბოკთან, რომელიც უკრაინაში იმყოფებოდა... დღეს მას კიევში შევხვდი... ჩვენ ასევე წინ მივდივართ სხვა პარტნიორებთან ერთად, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით. უკრაინაში დამატებითი სისტემები იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.