ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთშია. აღნიშნულ ინფორმაციას ჩNN ქვეყნის სახელმწიფო მედიაზე KჩNA -ზე დაყრდნობით ავრცელებს.
KჩNA-ს ცნობით, კიმ ჩენ ინმა რუსეთის ფედერაციის საზღვარი შეჯავშნული მატარებლით, სავარაუდოდ, სამშაბათს დილით გადალახა.
ინფორმაცია გაავრცელა რუსულმა სამთავრო-პროპაგანდისტულმა სააგენტო "რია ნოვოსტმაც", რომელიც წერს, რომ მატარებელი ჩრდილოეთით მიდიოდა ქვეყნის შორეული აღმოსავლეთის რეგიონის - პრიმორსკის ტერიტორიის გავლით.
Russia Today-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია მატარებელი, რომელსაც სავარაუდოდ, კიმ ჩენ ინი გადაჰყავდა რუსეთ-ჩრდილო კორეის საზღვართან მდინარე ტუმენთან.
როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შორეულ აღმოსავლეთში გაიმართება.
აღნიშნულის პარალელურად, თეთრმა სახლმა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press