რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობამ "უპრეცედენტო ისტორიულ დონეს" მიაღწია. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო სააგენტოები TASS-ი და RIA ავრცელებენ.
TASS-ის ცნობით, პუტინმა, რომელიც აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ჩინეთის ვიცე-პრემიერ ჟან გუოკინს შეხვდა, თქვა, რომ მას და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს "მეგობრული პირადი და საქმიანი ურთიერთობები აქვთ".
"ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობებისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების განვითარებას",- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა "ძალიან მაღალ" დონეზეა.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რაც მიღწეულია პოლიტიკურ სფეროში“, - თქვა პუტინმა და დასძინა, რომ შედეგი „კარგზე მეტია, ის შესანიშნავია“.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press