რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების გაფრთხილება არ აინტერესებს.
პესკოვის თქმით, კრემლისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ორი ქვეყნის ინტერესებია.
"რუსეთი არ არის დაინტერესებული ვაშინგტონის გაფრთხილებით. ჩვენს მეზობლებთან, მათ შორის ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის განხორციელებისას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი ორი ქვეყნის ინტერესები და არა ვაშინგტონის გაფრთხილებები. ჩვენ ორი ქვეყნის ინტერესებზე გავამახვილებთ ყურადღებას",- აცხადებს პესკოვი.
ცნობისთვის, იმ ფონზე, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ფხენიანი, რომ მოსკოვს იარაღი არ მიაწოდოს.
აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში უკვე ჩავიდა. მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მატარებელმა ფედერაციის საზღვარი სამშაბათს დილით გადაკვეთა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press