პოდოლიაკის ოცნებაა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა - მას ჰგონია, რომ თუ მეორე ფრონტს არ გავხსნით, ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება და ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
"პოდოლიაკის ოცნებაა, მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც საუბრობდა არაერთგზის. მას უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. თუ მეორე ფრონტს არ გავხსნით, მას ჰგონია, რომ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის პოდოლიაკის ფიქრები. ჩვენ სხვა მიზნები და სხვა დღის წესრიგი გვამოძრავებს. არც მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოში და კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ",- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press