Foto

კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები საქართველოს ევროპული მომავლის მტრები არიან - კალაძე

კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები, პირდაპირ ვიტყვი, რომ არიან ამ ქვეყნის მტრები, საქართველოს ევროპული მომავლის მტრები,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროდეპუტატს არა საქართველო და მისი ევროპული გზა, არამედ "ნაციონალური მოძრაობა" აინტერესებს.

"ამ ადამიანებს, კუბილიუსებს და მსგავს ელემენტებს, საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის მომავალი, არ აინტერესებთ ჩვენი ევროინტეგრაცია. მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი - "ნაციონალური მოძრაობა".

კუბილიუსი ვერ იქნება ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები",- აცხადებს კალაძე.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ  თუ "ქართულ ოცნებას" სურს, დაარწმუნოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, უნდა შეცვალოს ქცევა. მისივე განცხადებით, “თუ უნდათ ასიამოვნონ კრემლს, უნდა გააგრძელონ იმის კეთება, რასაც ახლა აკეთებენ”.