Foto

პუტინი - სომხეთმა, ფაქტობრივად, თავად აღიარა ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად, აქ სალაპარაკოც არაფერია

სომხეთმა, ფაქტობრივად, თავად აღიარა ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად, აქ სალაპარაკოც არაფერია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვლადივასტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პუტინის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობს, რომ "მთიანი ყარაბაღის სტატუსი აღარ დგას და ის გადაჭრილია".

„საქმე არ ეხება მხოლოდ უკანასკნელი კონფლიქტის შედეგებს, საქმე კიდევ იმაშია, რომ სომხეთის ხელმძღვანელობამ, არსებითად, აღიარა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ყარაბაღზე და პრაღის განცხადებაში ეს უბრალოდ ქაღალდზე დაფიქსირდა“, - განაცხადა პუტინმა.