ლიბიაში ძლიერი შტორმისა და კაშხლების ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, დაკარგულთა რაოდენობა კი, 10 000-ს აღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დატბორილია რამდენიმე ქალაქი, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა კი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ დერნაშია, სადაც უკვე ნაპოვნია 1 000-ზე მეტი გარდაცვლილის ცხედარი.
ოფიციალური პირების განცხადებით, დიდი ალბათობით, გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
"დერნაში, რომლის მოსახლეობაც 125 000-ს შეადგენს, შტორმის შედეგად ამობრუნებულია მანქანები, მოგლეჯილია ხეები, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები", - წერს Reuters.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press