უკრაინული სასოფლო-სამეურნეო იმპორტის შესახებ ბრიუსელის გადაწყვეტილებისა მიუხედავად, ვარშავა არ დაუშვებს, რომ ქვეყანა უკრაინულმა მარცვლეულმა წაიღოს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
როგორც მორავეცკი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ბრიუსელის გადაწყვეტილება, მისი მთავრობა არ გახსნის საზღვრებს.
„როდესაც უკრაინას სჭირდებოდა დახმარება, პოლონელებმა მათ საკუთარი გულებისა და სახლების კარი გაუღეს, თუმცა როდესაც საუბარია პოლონეთის ინტერესების დაცვაზე, მხოლოდ მთავრობას შეუძლია, უზრუნველყოს, რომ პოლონელი ფერმერების ინტერესები დაცული იქნება“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.
ცნობისთვის, 11 სექტემბერს, პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, ვალდემარ ბუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი დაბლოკავს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, თუ ევროკომისია ემბარგოს არ გაახანგრძლივებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press