უკრაინა პოლონეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების შემთხვევაში, ზარალის კომპენსაციისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟისთვის მიმართვას აპირებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შმიგალი აღნიშნავს, ომისა და რუსეთის მიერ უკრაინული პორტების ბლოკირების მიუხედავად, უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებას იცავს.
„ჩვენ არ გვაქვს და არ გვქონია პოლონელი ფერმერებისთვის ზიანის მიყენების განზრახვა. ძალიან ვაფასებთ პოლონელი ხალხისა და პოლონელი ოჯახების მხარდაჭერას, თუმცა სავაჭრო კანონის დარღვევის შემთხვევაში, უკრაინა იძულებული იქნება, მიმართოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს კომპენსაციისთვის, ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების ნორმების დარღვევის გამო“, - წერს დენის შმიგალი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press