რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის "რია ნოვოსტის" ცნობით, ლიდერების შეხვედრა ამურის რეგიონში, კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" გაიმართა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა TASS-მაც. როგორც გამოცემა წერს, შეხვედრისას კიმ ჩენ ინმა ვლადიმერ პუტინს "თბილი დახვედრისთვის" მადლობა გადაუხადა.
„გმადლობთ, რომ დაგვიპატიჟეთ და თბილად მიგვიღეთ თქვენი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად“,- უთხრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს.
შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში გუშინ, 12 სექტემბერს ჩავიდა. მისმა შეჯავშნულმა მატარებელმა ფედერაციის საზღვარი სამშაბათს დილით გადაკვეთა.
აღნიშნულის პარალელურად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ფხენიანი, რომ მოსკოვს იარაღი არ მიაწოდოს.
ბაიდენის ადმინისტრაციას უკვე უპასუხეს კრემლში. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ჩრდილოთ კორეასთან დაკავშირებით, მოსკოვს ვაშინგტონის გაფრთხილება არ აინტერესებს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press