Foto

გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 503 ბავშვი დაიღუპა და 1 122-ზე მეტი დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 503 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 1 122-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკში - 487, კიევში - 129, ხარკოვში - 300, ჩერნიგოვის - 71, ლუგანსკის - 67, ნიკოლაევის - 97, ხერსონის - 124, დნეპროპეტროვსკი - 96, ზაპოროჟიეს - 99.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.