ძალიან კარგია, რომ შალვა პაპუაშვილმა ცენზურასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დონორები,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე OC Media-ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც მოსაზრება არ გამოუქვეყნეს.
როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მედიაში ცენზურა "უხეში ფორმით" მოქმედებს, აღნიშნულთან დაკავშირებით დონერები ინფორმირებული უნდა იყვნენ.
"ძალიან კარგი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა, როცა კონკრეტულ მედიაგამოცემაში მოქმედებს ცენზურა, თან უხეში ფორმით, აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფორმით, ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ბუნებრივია დონორებს, შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ შალვა პაპუაშვილმა ცენზურასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დონორები", - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, გუშინ, 12 სექტემბერს OC Media-მ სათაურით - "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც მოსაზრება არ გამოუქვეყნეს" სტატია გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, პაპუაშვილმა ამ გზით სცადა მედიასაშუალებაზე გავლენის მოხდენა ან მისი დასჯა. OC Media-ს სტატიაში ნათქვამია, რომ სულ მცირე, ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც მათ აფინანსებს, დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა, უარის თქმის შემდეგ, მათ წერილობით მიმართა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press