პრეზიდენტს გაუჩნდა შიში, რომ მას იმპიჩმენტს მართლაც მოუწყობენ და საბოლოოდ აღსრულებაში მოვა ეს ყველაფერი,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ვინც სიმართლეს მხარს არ უჭერს, ის კონსტიტუციის დარღვევაში საქართველოს პრეზიდენტის მხარესაა.
"არანაირ მცდელობას არ ვაპირებთ, რომ კაბინეტებში დავუჯდეთ [ოპოზიციას] და მათთან კონსულტაციები გავმართოთ. პრეზიდენტს გაუჩნდა შიში, რომ იმპიჩმენტს მას მართლაც მოუწყობენ და საბოლოოდ აღსრულებაში მოვა ეს ყველაფერი. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ფორმალური და მიუხედავად ამ ფორმალობისა, რადგან ჩვენ 100 ხმა არ გვაქვს იმპიჩმენტის მხარდასაჭერად პარლამენტში, ჩვენ არ გვგონია, რომ ეს ბოლოში გავა, თუმცა ვალდებულებაა კონსტიტუციის წინაშე, რომ ეს ასე უბრალოდ არ "გავატაროთ".
ვინც კი ასე უდიერად ეპყრობა და მოიხსენიებს კონსტიტუციას, ის არის პირველი ანტიევროპული, საკუთარი ქვეყნის და კონსტიტუციის მოწინააღმდეგე და ვინც მხარს არ უჭერს სიმართლეს, ის კონსტიტუციის დარღვევაში საქართველოს პრეზიდენტის მხარესაა, რომელიც მთავარი ოპოზიციონერი გახდა",- განაცხადა მდინარაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press