ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას? NATO-ს ქოლგა არის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს სწორედ NATO-ს ქოლგა იცავს.
"წყარო როცა არის ვიღაცის სახელი და გვარი, სასაცილოს ხდის ინფორმაციას. ეს ერთი და მეორე, ერთადერთი, რამაც შეიძლება საქართველოს უსაფრთხოების გარანტია მისცეს არსებულ ვითარებაში, არის NATO-ს წევრობა. თქვენ იცით, რომ მაგალითად, ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს სწორედ NATO-ს ქოლგა იცავს. რა თქმა უნდა, ზოგადად, არავითარი ბაზა უსაფრთხოების გარანტია არ არის. ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას? NATO-ს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი. ამიტომ, არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზული",- ამბობს კობახიძე.
ცნობისთვის,"მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე უარი უთხრა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press