მოსკოვმა ბაქოს დიპლომატიური დემარში გამოუცხადა, - ამის შესახებ ყოველკვირეულ ტრადიციულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბაქო რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს პატივისცემით უნდა უდგებოდეს.
„ბაქო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის საკითხს ისეთივე პატივისცემით უნდა უდგებოდეს, როგორც პარტნიორები ელოდებიან ჩვენი მხრიდან, როდესაც საუბარი ეხება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ზახაროვამ.
ცნობისთვის, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს იურიდიული ძალა ვერ ექნება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press