ძალიან უცნაურია, როცა ადამიანი რჩება პარტიაში, რომელსაც ასე მწვავედ და უსაფუძვლოდ, გამუდმებით ესხმის თავს, - ასე ეხმაურება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებს.
როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, მელიას კრიტიკა გაუმართლებელი და სამწუხაროა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა და მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადასარჩენია.
"ძალიან უცნაურია, როცა ადამიანი რჩება პარტიაში, რომელსაც ასე მწვავედ და უსაფუძვლოდ, გამუდმებით ესხმის თავს. არის კრიტიკა, მათ შორის კონსტრუქციული კრიტიკა და დამერწმუნეთ, რომ თუ ვინმეს აქვს შიდაპარტიული კრიტიკის გამოცდილება, ეს ვარ მე. ამ ეტაპზე ეს არის ყოვლად გაუმართლებელი და ნამდვილად სამწუხაროა, რომ ასეთ გზავნილებს იგებთ, როცა ქვეყანა არის გადასარჩენი, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი არის გადასარჩენი, როდესაც საქართველო ისტორიული შესაძლებლობის წინაშე დგას ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით", - განაცხადა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ძველი სახეები წინა პლანზე წამოვიდნენ და პარტიიდან გასული სახეების რეინტეგრაცია მოხდეს.
სააკაშვილის განცხადების შეფასებისას ნიკა მელიამ თქვა, რომ პარტიის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას პარტიის "ნგრევის გარდა" არაფერი გაუკეთებია.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press