Foto

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად 56-მდე ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულებიც

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად 56-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 37 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ვიეტნამის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ცეცხლი ცხრასართულიან კორპუსში ღამით გაჩნდა, სადაც დაახლოებით 150 ადამიანი ცხოვრობდა.

როგორც მედია წერს, რამდენიმე ადამიანი მძიმე დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც თავის გადასარჩენად ფანჯრებიდან გადახტნენ.

პოლიციამ დააკავა შენობის მფლობელი, ნგიმ კუანგ მინი, რომელსაც ხანძარსაწინააღმდეგო წესების დარღვევაში ედება ბრალი.

ამასთან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.