რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დემილიტარიზაცია რეგიონალური სავაჭრო გზებისა და მარცვლეულის დერეფნის უსაფრთხოების რეალური გრძელვადიანი გარანტიაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულის გაკეთების გზა არის უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება.
„ეს არის ერთადერთი სწორი პასუხი რუსეთის მცდელობებზე, გადააქციოს შიმშილი იარაღად და ერთადერთი გზა, უზრუნველყოფილი იყოს მარცვლეულის უწყვეტი მიწოდება აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებისთვის. ამის გაკეთების გზა არის უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება“, - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press