აშშ-ის საელჩო საქართველოში სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
აშშ-ის საელჩო განმარტავს, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში.
„აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩამოსულ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე უარი უთხრა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press