Foto

გაეროში აშშ-ის ელჩი - ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობით რუსეთი სასოწარკვეთილებას ავლენს

გაეროში აშშ-ის ელჩი, ლინდა თომას-გრინფილდი რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობას გამოეხმაურა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობით რუსეთი სასოწარკვეთილებას ავლენს.

"ჩრდილოეთ კორეასთან მიმდინარე თანამშრომლობით რუსეთი სასოწარკვეთილებას ავლენს", - განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.

ცნობისთვის, დღეს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.