Foto

ევროკომისია უარყოფს, რომ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ წინადადება წარადგინეს

ევროკომისიამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროკომისიაში უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ წინადადება წარადგინეს.

შესაბამისი ინფორმაცია მანამდე პოლონურმა მედიამ გაავრცელა.

სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, მირიამ გარსია ფერერმა განაცხადა, რომ ის ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს, რადგან ის არასწორია.

ცნობისთვის, 15 აპრილს პოლონეთმა უკრაინიდან მარცვლეულის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების იმპორტი აკრძალა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 12 სექტემბერს პოლონეთის მთავრობამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკომისიას მოუწოდებდა,  უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვა გაეხანგრძლივებინა, რომლის ვადაც 15 სექტემბერს იწურება.

ამასთან, როგორც ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, კიევი არ არის მზად, პოლონეთის იმპორტის აკრძალვას შეეგუოს.