ლიბიაში ქარიშხლის, ძლიერი შტორმისა და კაშხლების ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია იტყობინება, ამ დროისთვის 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
სტიქიურმა უბედურებამ ყველაზე მეტად დააზარალა საპორტო ქალაქი დერნა, სადაც გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ცნობით, 30 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია.
როგორც CNN იუწყება, რეგიონში ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანმა დაზიანებამ ზოგიერთი დაზარალებული ადგილი ჰუმანიტარული ჯგუფებისთვის მიუწვდომელი გახადა.
სამაშველო სამსახურები ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press