ღია კარში ყოფნა, ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში - ორპირმა ქარმა იცის გაციება,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატოსთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აქვს იმედი, რომ ქვეყნის "ამ მდგომარეობაში დატოვება ვიღაცის მიზანს არ წარმოადგენს".
"ღია კარში ყოფნა, ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში და მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება არ არის ვიღაცის მიზანი. ორპირმა ქარმა იცის გაციება, შესაბამისად ეს მდგომარეობა არ არის კარგი",- თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, გუშინ, 13 სექტემბერს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნატოს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა: "თუ გაქვთ ერთი ადგილი, ჩვენი ქვეყანა გახადეთ NATO-ს წევრი".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press