ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გამო, გამოსცეს ორდერი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დაკავებაზე.
ევროპარლამენტმა დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან 2 150-ზე მეტი ბავშვის უკანონო გადაყვანა ბელარუსის ე.წ. სამედიცინო ბანაკებში, სადაც ისინი რუსიფიკაციას ექვემდებარებიან.
პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის პროკურატურის მიერ, იძულებით დეპორტაციაში ბელარუსის როლის გამოძიებას და მიიჩნია, რომ თავად ლუკაშენკოს და მისი რეჟიმის ქმედებები შეიძლება ასევე წარმოადგენდეს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის შესაბამისად.
ამდენად, ევროპარლამენტი „ლუკაშენკოს მიიჩნევს ამ ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებელად, როგორც ვლადიმირ პუტინსა და მარია ლვოვა-ბელოვას და ამიტომ, მოუწოდებს ICC-ს, განიხილოს ლუკაშენკოს დაპატიმრების მსგავსი საერთაშორისო ორდერის გაცემის შესაძლებლობა".
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press