ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია РИА Новости ავრცელებს.
მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.
მედიის ცნობითვე, შეხვედრის მთავარი თემა საერთაშორისო დღის წესრიგი და რეგიონული საკითხები ინება, ასევე სამუშაოები იმპორტის ჩანაცვლების სფეროში.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ბოლოს 23 ივლისს შეხვდნენ. ლიდერებმა შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხები, საერთაშორისო დღის წესრიგი, ეკომონიკური ურთიერთობები, ალიანსის პროგრამების განხორციელება, სანქციებისადმი წინააღმდეგობა და სხვა საკითხები განიხილეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press